ამხანაგური მატჩი | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფინეთს მოუგო
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფინეთს მოუგო

ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ფინეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდმა 4:2 მოიგო.

პირველ ტაიმში საქართველო ტერიტორიულად უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლი ფინელებმა გაიტანეს. 24-ე წუთზე თავი ჰირილაინენმა გამოიჩინა და ტაიმი ფინელების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში სვანაძის შეგირდები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და 50-ე წუთზე წონასწორობა ხვადაგიანმა აღადგინა. მე-60 წუთზე მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა და გოლი გავიდა, თუმცა ოფიციალური გამოცემების მიხედვით, ავტოგოლი ფინელთა ფეხბურთელს ჩაეთვალა.

ამის შემდეგ, ფინეთის ჯერი დადგა და 68-ე წუთზე ტალვიტიმ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. საბოლოო წერტილი კი ოთო მამაგეიშვილმა დასვა და საბოლოო შედეგი 4:2 დააფიქსირა.

ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემდეგ ამხანაგურ მატჩს 25 მარტს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მასალაში გამოყენებულია Setanta Sports იუთუბ არხიდან აღებული ვიდეო

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „ლივერპულში მივდივარ, რათა პირველი ნომერი ვიყო“ - მამარდაშვილი
      „ლივერპულში მივდივარ, რათა პირველი ნომერი ვიყო“ - მამარდაშვილი