გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

უშანსო მარცხი | ქუთათელაძე ფერნანდესთან დამარცხდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მეხუთე ბრძოლა გამართა და მესამე მარცხი იწვნია.

ლონდონში, UFC Fight Night-ზე გამართულ ღონისძიებაზე „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე 30 წლის ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი იყო. სამივე რაუნდი ფერნანდესის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30–27, 30–27, 30–27) სწორედ ბრაზილიელმა იმარჯვა.

ამრიგად, MMA-ში ქუთათელაძეს უკვე 13 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. მანამდე მან მატეუშ გამროტს (მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილება) და ჯორდან ვუჩენიჩს (მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილება) მოუგო და ელვეს ბრენერთან (ტექნიკური ნოკაუტი) და დამირ ისმაგულოვთან (მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილება) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის წაიყვანდა ჯასტინ გეიჯი უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად | ერთ-ერთი მერაბია
ვის წაიყვანდა ჯასტინ გეიჯი უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად | ერთ-ერთი მერაბია