ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმენ აგაიანს „გოლდენ სქორში“ მოუგო.

ფინალამზე გზაზე შავდათუაშვილმა (-73 კგ) რუმინელ ლუჩიან ბორს დუმიტრესკუს, აზერბაიჯანელ რუფატ შოვლატოვს, ავსტრიელ სამუელ გასნერს და ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას მოუგო.


ბრინჯაოს მედლები ამ წონით კატეგორიაში იტალიელ ლეონარდო ვალერიანის და ავსტრიელ სამუელ გასნერს ერგოთ.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ზაურ დვალაშვილი (-81 კგ) და ირაკლი ბეროშვილი (-81 კგ) იბრძოდნენ. დვალაშვილმა იანივ აგრონოვი (ისრაელი), ტოთ ბოტონდი (უნგრეთი) და ალფა უმარ ჯალო (საფრანგეთი) დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა კი მოლდოველ პეტრუ პელივანთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე არნო არეგბა (საფრანგეთი) იყო, რომელსაც დვალაშვილმა იპონით მოუგო.

რაც შეეხება ბეროშვილს, მისი მეტოქეები ორელიენ ბონფერონი (შვეიცარია), სუხრობ ტურსუნოვი (უზბეკეთი) და შინებაიარ ოიუნჩიმეგი (მონღოლეთი) იყვნენ. ნახევარფინალში ირაკლიმ თურქი ვედათ ალბაირაქის ბარიერი ვერ დაძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე ფრანსუა გოტიე დრეპო (კანადა) იყო - ეს ბრძოლაც „ოქროს ქულამდე“ გაგრძელდა და ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექაურის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე
ბექაურის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე