ტრავმა სერიოზული არ არის - ლოჩოშვილი პალერმოსთან ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი სტუმრად 3:0 გაანადგურა. მატჩის მიმდინარეობისას, ტრავმა მიიღო ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც შვილი სანიოლმა შეცვალა.
ქართველი უკანახაზელის სომხეთთან გამეორებით მატჩში თამაში გამოირიცხა, რადგან გართულების რისკი არსებობს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს დაზიანება არც ისე რთულია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ცენტრალური მცველი სერია ბ-ს მორიგ ტურში პალერმოს წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება 30 მარტით თარიღდება.
Colpo subito con la Georgia, nessun allarme per Lochoshvili https://t.co/BaRqryscab pic.twitter.com/3ja0lXEoSL
— Salernonotizie.it (@salernonotizie) March 21, 2025
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან განმეორებით დაპირისპირებას 23 მარტს გამართავს და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად სალერნიტანას მაისური 18-ჯერ მოირგო. 17-ჯერ სერია ბ-ში, ერთხელ იტალიის თასზე.