ალჯამეინ სტერლინგი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამას თუ შეძლებს, მოიგებს“ - სტერლინგმა ვოლკანოვსკი გაამხნევა

13 აპრილს, UFC 314-ის მთავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის შედგება და გამარჯვებული ქვემსუბუქი დივიზიონის იმ საჩემპიონო ტიტულს მოიპოვებს, რომელიც ვაკანტური ილია თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლის შემდეგ გახდა. მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონსა და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს სთხოვეს, რომელმაც ვოლკანოვსკის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

რას ამბობს სტერლინგი

ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლის გამარჯვებული ავსტრალიელი იქნება. ერთადერთი, რაც ამაში მაეჭვებს და რამაც ყველაზე მეტად შეიძლება ვოლკანოვსკის წარმატება შეაფერხოს, ის არის, რამდენად დაზიანდა მისი ნიკაპი ზედიზედ ორი ნოკაუტის შემდეგ. თუ ის პირველ რაუნდში მძიმე დარტყმებს გადაურჩება, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ავსტრალიელი ლეგენდა საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას ნოკაუტით განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ შეეცდება - ვოლკანოვსკი ჯერ ისლამ მახაჩევმა, შემდეგ კი ილია თოფურიამ გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახლს ჩამოვალ, რომ მახაჩევს დაამარცხებს“ | მასვიდალი ილია VS ისლამზე
„სახლს ჩამოვალ, რომ მახაჩევს დაამარცხებს“ | მასვიდალი ილია VS ისლამზე