ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„ბურთს ორჯერ არ შევხებივარ“ - ალვარესის პირველი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამართული მადრიდული დერბის ორმატჩიანი დუელის ბედი 11-მეტრიანების სერიაში მომხდარმა სკანდალურმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. „ატლეტიკოს“ რიგებში მეორე დარტყმა ხულიან ალვარესმა კი გაიტანა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პოლონელმა არბიტრმა შიმონ მარცინიაკმა მისი გოლი გააუქმა, რადგან ბურთთან ორი შეხება დაუფიქსირა. მომხდარ ეპიზოდზე ალვარესი კომენტარს დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა და დუმილი ახლა დაარღვია.

რას ამბობს ალვარესი

ეს მომენტი გამეორებაზე ათასჯერ მაინც ვნახე და მერწმუნეთ, ბურთს ორჯერ არ შევხებივარ. თუ შეხება მართლაც იყო, ეს იყო მინიმალური და მისი შემჩნევა ვიდეორეფერისთვისაც კი ურთულესი უნდა ყოფილიყო.

წესები უფრო მკაფიო უნდა იყოს და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მე და ჩემი გუნდი დავზარალდით. მაგალითად, თუ მეკარეს დარტყმის მომენტში ორივე ფეხი ხაზზე არ უდგას, პენალტს ფეხბურთელს ხელმეორედ არტყმევინებენ და მოთამაშის ბურთთან ორ შეხებაზე რატომ არ შეიძლება იგივე ხდებოდეს?

შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ 4:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„45 წამში რა გადაწყვიტეთ“ - ატლეტიკოს პასუხი უეფას
„45 წამში რა გადაწყვიტეთ“ - ატლეტიკოს პასუხი უეფას