ნიკოლა იოკიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

ორი მენეჯერის ორი აზრი - ბრძოლა NBA-ს MVP-ის პრიზისთვის

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება NBA-ს პლეი ინისა და პლეი ოფების მატჩების დაწყებამდე, მით მეტი კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რომელი კალათბურთელი იმსახურებს რეგულარული სეზონის MVP-ის პრესტიჟულ ჯილდოს. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ პრიზის მოგების ორი რეალური კანდიდატი არსებობს და ესენი „ოკლაჰომასა“ და „დენვერის“ ლიდერები, კანადელი შეი გილჯეს-ალექსანდერი და სერბი ნიკოლა იოკიჩი არიან.

CBS Sports-მა საინტერესო ინიციატივა გამოიჩინა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი სხვადასხვა კლუბის მენეჯერისგან ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი პასუხი მოისმინა და ორივეს ვინაობა ბოლომდე ინკოგნიტოდ დატოვა.

პირველი მენეჯერი

ჩემთვის პირველ პოზიციაზე დგას გუნდის გამარჯვებები და ის კალათბურთელები, რომელთაც გამარჯვების უზრუნველყოფა შეუძლიათ. ორივე ღირსეული კანდიდატია, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მე პრიზს გილჯეს-ალექსანდერს გადავცემდი, რადგან „ოკლაჰომა“ წლევანდელ სეზონში „დენვერზე“ გაცილებით უკეთ გამოიყურება, რაშიც კანადელს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

მეორე მენეჯერი

მე ასე ვიტყოდი: „შეი გილჯეს-ალექსანდერს პარტნიორებისგან გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე იოკიჩს. ვიცი, ბევრი დაღალა ნიკოლას გამარჯვებებმა, მაგრამ მის სიძლიერეს ვერსად გავექცევით. დამიჯერეთ, ალექსანდერი რომც არ ჰყავდეს, „ოკლაჰომა“ კონკურეტუნარიან კლუბად დარჩებოდა, იოკიჩის დახმარების გარეშე კი „დენვერი“ პლეი ინის ზონაშიც არ იქნებოდა“.

ცნობისათვის, შეი გილჯეს-ალექსანდერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 32.9 ქულას, 5.1 მოხსნასა და 6.3 ასისტს აგროვებს, ხოლო ნიკოლა იოკიჩის საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება - 29.1 ქულა, 12.8 მოხსნა და 10.3 შედეგიანი გადაცემა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ათასს შეძლებს - კერი კარის რეკორდზე
კიდევ ათასს შეძლებს - კერი კარის რეკორდზე