„ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“ - პასუხი თოფურიას ბრძოლაზე
ილია თოფურიას გარშემო ბოლო პერიოდში როგორც MMA-ს მოყვარულებში, ასევე მსოფლიო სპორტული პრესის ფურცლებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონით დივიზიონში გადასულ ქართველ ჩემპიონთან დაპირისპირებას ყველა თავს არიდებს და მათ შორისაა ამ დივიზიონის ბოლო წლების დომინანტური ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, რომელიც „ელ მატადორთან“ ჩხუბზე უარს რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი მიზეზების გამო ამბობს.
ბუნებრივია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დაუპირისპირება თოფურია, ამაზე ყველაზე ზუსტი პასუხი დენა უაითის გარდა არავის ექნება. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის დაზუსტება მედიის წარმომადგენლებმაც მასთან გადაწყვიტეს და UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამ თემასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დუმილი ასეთი ფრაზით დაარღვია:
„კარგად ვიცი, რამდენად დიდი ინტერესია ილიასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ მისი მომავალი ბრძოლის ჩანიშვნაზე. მომეცით კიდევ ერთი კვირა და დიდი ალბათობით ყველაფერი გაირკვევა“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონით დივიზონში გადანაცვლებამდე, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით გახდა, ტიტული კი მაქს ჰოლოუეის დამარცხებით დაიცვა, რომელიც ასევე ნოკაუტში გაგზავნა.