ფრანკ რიბერი
Aa
Aa

„მაშინ ოქროს ბურთი მე მეკუთვნოდა“ - რიბერი 2013 წლის დაჯილდოებაზე

„ოქროს ბურთის“ არც ერთ დაჯილდოებას არ ჩაუვლია ისე, რომ გულშემატკივრებს შორის გამარჯვებულთან დაკავშირებით სერიოზული კამათი არ ყოფილიყო. გამონაკლისს არც 2013 წელს განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა, სადაც პრიზის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი ფრანკ რიბერი გახლდათ, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ჩატარებულ ერთობლივ გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი დღემდე თვლის, რომ ის უსამართლოდ დაიჩაგრა და საუკეთესოდ აღიარებას იმსახურებდა.

რას ამბობს რიბერი

2013 ჩემთვის მართლაც იდეალური წელიწადი იყო და მეტს მართლაც ვერაფერს მივაღწევდი, რის გამოც ამ სეზონის „ოქროს ბურთის“ ცერემონია და მასთან დაკავშირებით ყველაფერი დღემდე უსამართლობის ზეიმად არის შერაცხული. რატომ გადაიწია გამოკითხვის პროცესმა ორი კვირით და რის მიხედვით გამოავლინეს გამარჯვებული - ეს ჩემთვის დღემდე აუხსნელია.

მესი და რონალდუ მაფასებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ მაშინ მათ დონეზე ვიდექი. მოკრძალებულად რომ ვთქვა, 2013 წელს ისეთი სეზონი მქონდა და ისეთი შედეგები ვაჩვენე, არგენტინელი და პორტუგალიელიც რომ ინატრებდნენ.

12 წლის წინ, რიბერიმ „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა, ქვეყნის თასი და სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გახდა საფრანგეთის წლის ფეხბურთელი, ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი და როგორც უეფას სუპერ თასის, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის მატჩის MVP-ის პრიზი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: “ხვიჩა რაღაცით რიბერის წააგავს“
რუდი გარსია: “ხვიჩა რაღაცით რიბერის წააგავს“