76 წლის ასაკში - ჯორჯ ფორმანი გარდაიცვალა
Aa
Aa

76 წლის ასაკში - ჯორჯ ფორმანი გარდაიცვალა

კრივში ოლიმპიური და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ჯორჯ ფორმანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანი სპორტსმენის ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდეს.

ფორმანი 1949 წლის 10 იანვარს ტეხასის შტატში დაიბადა და ცნობილი 70-იან წლებში გახდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. სპორტიდან დროებით წასვლის შემდეგ, კარიერა 1987 წელს განაახლა და როდესაც ყველას ეგონა, რომ წარმატებებს ვეღარ მიაღწევდა, 1994 წელს, 45 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა, რამაც ის მძიმე წონაში ამ ტურნირის ყველაზე ასაკოვან ოქროს მედალოსნად აქცია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, 1974 წლის 29 ოქტომბერს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართული ფორმანისა და მუჰამედ ალის დაპირისპირება, სადაც ჯომ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. მთლიანობაში მის ანგარიშზე 81 ბრძოლიდან 76 გამარჯვება (68 ნოკაუტით) და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა, რომლის გამოც ჯორჯ ფორმენი კოშმარებს ხედავდა
ბრძოლა, რომლის გამოც ჯორჯ ფორმენი კოშმარებს ხედავდა