გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის უქულო მატჩი - ორლანდომ ვაშუნგტონს მოუგო

სერიოზული კრიზისის შემდეგ, „ორლანდომ“ ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი გამოასწორა და უკანასკნელი სამი მატჩიდან მეორე მოიგო - „მეჯიქი“ ამჯერად „ვაშინგტონს“ ესტუმრა და „ვიზარდსი“ 15-ქულიანი სხვაობით, 120:105 დაამარცხა. სამწუხაროდ, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძეს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო დაუთმო, რაც ქართველის სტატისტიკაზეც უარყოფითად აისახა.

„მეჯიქის“ 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა 6 წუთში 1 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. გოგას არც ერთხელ არ უსვრია ბურთი, ერთადერთი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

33 მოგებითა და 38 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ 25 მარტს, საკუთარ დარბაზში „ლეიკერსთან“ გამართავს და თამაში თბილისის დროით, ღამის სამ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანდროსთვის ეს ბევრ რამეს შეცვლის“ - ხოშტარია მამუკელაშვილის სუპერმატჩზე
„სანდროსთვის ეს ბევრ რამეს შეცვლის“ - ხოშტარია მამუკელაშვილის სუპერმატჩზე