სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 2 ქულა - სპურსმა სიქსერსს მოუგო

წინა შეხვედრაში ნაჩვენები სუპერშედეგიანი თამაშის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილს სამწუხაროდ ამჯერად სუსტი მატჩი ჰქონდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „სან ანტონიოს“ ქართველმა კალათბურთელმა შედარებით ნაკლები სათამაშო დრო, 12 წუთი მიიღო, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ ამაზე ნაკლებ დროშიც ის გაცილებით უფრო ეფექტური და სასარგებლო გამხდარა.

„სპურსმა“ საკუთარ დარბაზში „ფილადელფია“ 8-ქულიანი სხვაობით, 128:120 დაამარცხა, მამუკელაშვილმა კი, 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. სანდრომ საშუალო დისტანციიდან ერთი ბურთი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან და პერიმეტრიდან კი არც ერთხელ არ უსვრია. ქართველმა ლეგიონერმა ოთხიდან სამი მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

30 მოგებითა და 39 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ტორონტოსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, ხვალ, ღამის ორ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამუკილასვილი თუ რა გვარია?“ | სტივენ ეი სმიტი სანდროს თამაშს გამოეხმაურა
„მამუკილასვილი თუ რა გვარია?“ | სტივენ ეი სმიტი სანდროს თამაშს გამოეხმაურა