ილია თოფურია
Aa
Aa

„სახლს ჩამოვალ, რომ მახაჩევს დაამარცხებს“ | მასვიდალი ილია VS ისლამზე

ხორხე მასვიდალი დარწმუნებულია, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს დაამარცხებს. „გეიმბრედი“ თვლის, რომ „ელ მატადორი“ დაღესტნელი მებრძოლის მთავარ იარაღს გაანეიტრალებს და მისი ჭიდაობისა და ჯიუ-ჯიცუს წინააღმდეგ თავს დაიცავს.

„სახლს ჩამოვალ, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს დაამარცხებს. მახაჩევის დიდი გულშემატკივარი ვარ, ის ნამდვილი ცხოველია, მაგრამ მინახავს, თოფურია უმაღლესი დონის მოჭიდავეებს როგორ ეჭიდავება და თან, მთელი ცხოვრებაა ჭიდაობს.

მინახავს, ოლიმპიელი მოჭიდავეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ისინი ერთ შეცდომას უშვებდნენ და შემდეგ, დანებება უწევდათ. დარწმუნებული ვარ, თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ თავის დაცვას შეძლებს“.

ცნობისთვის, მასვიდალი თოფურიას ძალიან კარგად იცნობს და წლების წინ, როდესაც „ელ მატადორი“ UFC-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა, „გეიმბრედმა“ ივარაუდა, რომ ილია ჩემპიონი გახდებოდა. იმავე პოდკასტში, მასვიდალმა თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის პოტენციურ ორთაბრძოლაზე ისაბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორთან“ გეიჯის შანსი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯის კომაში ჩააგდებს, შეუძლია ჩემპიონი გახდეს“ | მასვიდალი თოფურიას აქებს
„გეიჯის კომაში ჩააგდებს, შეუძლია ჩემპიონი გახდეს“ | მასვიდალი თოფურიას აქებს