„გეიჯის კომაში ჩააგდებს, შეუძლია ჩემპიონი გახდეს“ | მასვიდალი თოფურიას აქებს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „გეიმბრედი“ „ელ მატადორის“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება შეუძლია.
„გეუბნებით, რომ ილიას ისლამ მახაჩევზე ძლიერი დარტყმა აქვს. მეტიც, თოფურიას უფრო ძლიერი დარტყმა აქვს, ვიდრე მსუბუქი წონითი დივიზიონების მებრძოლების უმრავლესობას. დიდწილად ეს გენეტიკის დამსახურებაა, მაგრამ ილიას ტექნიკაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
თოფურიას საჩემპიონო ქამრის მოგება და ტიტულის დაცვა შეუძლია. მას შეუძლია, სუპერვარსკვლავური რაღაცები გააკეთოს ამ წონაში. თოფურია ჯასტინ გეიჯის, რომელმაც ახლახან ფიზიევს მოუგო, მიწასთან გაასწორებს. გეიჯის კომაში ჩააგდებს. UFC-ს არ უნდა ეს მოხდეს. UFC-ში არ უნდათ, თოფურიამ მათ პოსტერ-ბიჭუნას ეს დამართოს“.
ცნობისთვის, მასვიდალი თოფურიას ძალიან კარგად იცნობს და წლების წინ, როდესაც „ელ მატადორი“ UFC-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა, „გეიმბრედმა“ ივარაუდა, რომ ილია ჩემპიონი გახდებოდა.