კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, დიდიე დეშამი
Aa
Aa

„თუ ნაკრებს ის გაწვრთნის, ძალიან ბედნიერი ვიქნები“ - მბაპე ზიდანზე

საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებულმა კილიან მბაპემ TF1-სთან ინტერვიუში ეროვნული გუნდისადმი ლოიალობა დაადასტურა და დიდიე დეშამსა და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

კილიან მბაპე:

„გადაწყვეტილება ზიდანის დანიშვნის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. ზიდანი ყველა ფრანგი ბავშვის კერპი იყო. მან საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და ყოველთვის ფრანგი ხალხის გულებში დარჩება.

თუ ზიდანი ნაკრებს ჩაიბარებს, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. მის დანიშვნასთან დაკავშირებით სპეკულაციები უკვე დაიწყო, თუმცა ამასთან მე არანაირი შეხება არ მაქვს. სჯობს, ამ საკითხზე ფედერაციის პრეზიდენტს, ფილიპ დიალოს ჰკითხოთ.

რაც შეეხება დეშამს, მას სურს, ნაკრებში მუშაობა ეფექტურად დაასრულოს, 2026 წლის მუნდიალი მისთვის უნდა მოვიგოთ, შემდეგ კი გამოჩნდება, ვინ ჩაიბარებს ნაკრებს“.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და 2021-2022 წლების ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა, 2022 წლის მუნდიალის ფინალში კი არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ამასთანავე, დეშამის შესაძლო შემცვლელად მედიაში ყველაზე ხშირად ზინედინ ზიდანი სახელდება, რომელიც 2021 წელს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უგუნდოდაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამს აღარავინ ენდობა - ფეხბურთელები ზიდანს ითხოვენ
დეშამს აღარავინ ენდობა - ფეხბურთელები ზიდანს ითხოვენ