პაულო ფონსეკა
Aa
Aa

აპელაცია ოლიმპიურ კომიტეტში - ფონსეკას სასჯელის შემსუბუქების მცდელობა

რამდენიმე კვირის წინ გამართული „ლიონი“ – „ბრესტის“ შეხვედრის ბოლოს ერთი ისეთი ინციდენტი მოხდა, რომელმაც შესაძლოა „ოლიმპიკი“ საკმაოდ დიდხანს დააზარალოს. მატჩის მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მასპინძლების პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რასაც რონისპირული კლუბის ხელმძღვანელები ზედმეტად მკაცრ სანქციად თვლიან და სიტუაციის შესაცვლელად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

„ლიონის“ წარმომადგენლები გუშინ საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ფონსეკას საკითხთან დაკავშირებით აპელაცია შეიტანეს და საქმეს თუ დასჭირდება, დისციპლინარების მიღებულ ვერდიქტს ადმინისტრაციულ სასამართლოშიც გაასაჩივრებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობები პორტუგალიელის გათავისუფლების თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება და დისკვალიფიკაციის ძალაში დატოვების შემთხვევაშიც, მას კლუბის ხელმძღვანელები პოსტიდან არ დაითხოვენ.

26 ტურში დაგროვებული 45 ქულით „ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, „ოლიმპიკის“ თავდასხმის ლიდერი კი ქართველი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლომის ბუნაგშიც გამორჩეულია“ | რას წერს Maxifoot-ი მიქაუტაძეზე
„ლომის ბუნაგშიც გამორჩეულია“ | რას წერს Maxifoot-ი მიქაუტაძეზე