რეალი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

გერმანული მედია: ალონსო შესაძლოა ლევერკუზენში დარჩეს

გერმანული მედიის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ შესაძლოა „ფარმაცევტები“ მომდევნო სეზონშიც გაწვრთნას. ინფორმაციას ამის შესახებ Rheinische Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ალბაოთობით, ალონსო ზაფხულში „ლევერკუზენს“ არ დატოვებს, მეტიც, ის სრულად არის ჩართული მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის დაგეგმვაში.

Rheinische Post-ი წერს, რომ მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია ალონსოს კანდიდატურით, თუმცა სეზონის ბოლომდე კარლო ანჩელოტის მომავალი არ გადაწყდება, ალონსო კი ამდენი ხანი „სამეფო კლუბის“ გადაწყვეტილებას არ დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ალონსო „ბლანკოსის“ ღირსებას 2009-2014 წლებში იცავდა, 2018-2019 წლების სეზონში კი „რეალის“ 14-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, რის შემდეგაც „სოსიედადის“ დუბლები ჩაიბარა.

2022 წლიდან ალონსო „ლევერკუზენში“ მუშაობს, სადაც კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუტანა, ასევე მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი ნებით რეალიდან არასოდეს წავალ, ეს პერესმა უნდა გადაწყვიტოს“ - ანჩელოტი
„ჩემი ნებით რეალიდან არასოდეს წავალ, ეს პერესმა უნდა გადაწყვიტოს“ - ანჩელოტი