ალექს პერეირა, დრიკუს დუ პლესი, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„პერეირა სადღაც გააქრო“ - დუ პლესი ანკალაევის გამარჯვებაზე

ქვემძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის გამოვლენას საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გამოეხმაურა. ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის გამართული სატიტულო ბრძოლის შეფასება დრიკუს დუ პლესის სთხოვა, რომელიც როგორც ყოველთვის ამჯერადაც გულწრფელი, საინტერესო და ამომწურავი იყო.

სამხრეთ აფრიკელის შეფასებით, დაღესტნელმა ხუთივე რაუნდში ბრაზილიელს დამსახურებულად აჯობა და პერეირა ოქტაგონიდან უბრალოდ გააქრო. დუ პლესი შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ანკალაევმა ლას ვეგასში სრულფასოვანი მოსამზადებელი კემპი გაიარა, რამაც მის გამარჯვებას ხელი შეუწყო, ხოლო „პოატანი“ მეტოქეს ზერელედ ეკიდებოდა, მისი შესაძლებლობები რეალურად არ შეაფასა და სათანადო შედეგიც მიიღო.

ბოლო ინფორმაციით, UFC-ის ხელმძღვანელები პერეირასა და ანკალაევს შორის რემატჩის ჩანიშვნას სრული სერიოზულობით გეგმავენ და დაღესტნელს ქამრის პირველი დაცვა სავარაუდოდ აგვისტოში მოუწევს. რაც შეეხება დუ პლესის, მისი მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯო როგანი: ახლა UFC-ში ყველაზე საშიში მებრძოლი ჩიმაევია
ჯო როგანი: ახლა UFC-ში ყველაზე საშიში მებრძოლი ჩიმაევია