ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იანვარში მისი ჩანაცვლება შეუძლებელი იყო“ | საბატინი კვარას წასვლას გამოეხმაურა

„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „სკუდეტოსთვის“ ბრძოლასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. საბატინის თქმით, „კვარას“ მსგავსი ფეხბურთელის იანვარში დამატება შეუძლებელი იყო.

„ნაპოლის სკუდეტოს მოგების შანსი არ დაუკარგავს. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე თამაშია დარჩენილი, მაგრამ აშკარაა, რომ პარტენოპეის შეცდომის დაშვებისა და უარყოფითი შედეგის მიღების უფლება აღარ აქვს. ნაპოლი კარგ ფეხბურთს თამაშობს და ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. პარტენოპეის ფანი რომ ვიყო, ამ გუნდით მინიმუმ ვიამაყებდი.

ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება? საუბარია შესანიშნავ ფეხბურთელზე და იანვარში, მისი კალიბრის მოთამაშის პოვნა, რომელიც მას ღირსეულად შეცვლიდა, შეუძლებელი იყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ტოქსიკური პერიოდია, თუმცა, ნაპოლის ჩემპიონობა მის გარეშეც შეუძლია“.

როგორც მოგეხსენებათ, 29 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა