„ეს კიდევ ოთხი წელი არ მოხდება“ - ტერიმ ყოფილი გუნდი გაიხსენა
ლონდონის „ჩელსიმ“ როდესაც ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი ბოლოს მოიგო, ამ გუნდის შემადგენლობაში ჯერ კიდევ ჯონ ტერი თამაშობდა და ეს რვა წლის წინ, 2016-2017 წლების სეზონში მოხდა. მიმდინარე წელს კი „არისტოკრატები“ იმდენად არასტაბილურად ასპარეზობენ რომ საუკეთესო შემთხვევაში ოთხეულში თუ მოხვდებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, პრემიერ ლიგის ჩემპიონობაზე კი საუბარი ზედმეტია. როდის დაუბრუნდება მისი მშობლიური კლუბი უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლას ამასთან დაკავშირებით ტერის ფანებისთვის საკმაოდ რთულად მოსასმენი პასუხი აქვს.
რას ამბობს ტერი
„ჩელსის“ ოცი წლის წინანდელ და ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, ცა და დედამიწაა. მე ვფიქრობ, რომ კლუბი გარდამავალ პერიოდს განიცდის და ჩემპიონობისთვის ალბათ კიდევ ოთხი სეზონი ვერ იბრძოლებს.
2022 წლიდან „ლურჯებში“ ახალი მფლობელები მივიდნენ და მათ ნდობა ენცო მარესკას გამოუცხადეს, რომელიც წინ ნელი, მაგრამ სწორი ნაბიჯებით მიიწევს. იმედია, „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატში წელს ოთხეულში მოხვდება და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ფანები შედარებით ნაკლებად იმედგაცრუებულები დარჩებიან.
ცნობისათვის, „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატში 49 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ქულით უსწრებს.