მერაბ დვალიშვილი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ვის წაიყვანდა ჯასტინ გეიჯი უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად | ერთ-ერთი მერაბია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ცნობილ ჟურნალისტსა და ბლოგერს, ნინა მარი დანიელეს ინტერვიუ მისცა. გეიჯის სახალისო შეკითხვები დაუსვეს და ნინა დაინტერესდა, რომელ სამ მებრძოლს წაიყვანდა ჯასტინი უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად.

„სამ საუკეთესო დამრტყმელს წავიყვანდი და ჯონ ჯონსი ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა. მერაბსაც წავიყვანდი, რადგან მას შეუძლია, გაუჩერებლად ირბინოს და იმედი მექნებოდა, უცხოპლანეტები მისი დევნით დაიღლებოდნენ. და მესამე, მოდი, კამარუ უსმანი იყოს“.

ცნობისთვის, ნინას მსგავსი შეკითხვა „მანქანისთვისაც“ დაუსვია. დვალიშვილმა შონ სტრიკლენდი, ილია თოფურია და „ელ მატადორის“ ძმა, ალექსანდრე თოფურია გამოარჩია. მერაბმა დასძინა, რომ უცხპოლანეტელების არ სჯერა, თუმცა, რუსი მონსტრების წინააღმდეგ ამ სამი მებრძოლის მხარდამხარ იჩხუბებდა.

გეტყვით იმასაც, რომ გეიჯიმ ბოლო ბრძოლა რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ჯასტინს იმედი აქვს, რომ სატიტულო ორთაბრძოლას მიიღებს და ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა