ტედესკომ შესაძლოა იუვენტუსი ჩაიბაროს
დომენიკო ტედესკომ შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას მუშაობით უკმაყოფილოა.
ტედესკოს გარდა, კანდიდატებს შორის არიან აგრეთვე რობერტო მანჩინი და იგორ ტუდორი.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბოლოს ბელგიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
გეტყვით ასევე, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ 2 მარცხი განიცადა. 29 ტურის შემდეგ, „იუვეს“ 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.