ჯასტინ გეიჯი, მაიკლ ჩენდლერი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

სურვილი კიდევ ორმა გამოთქვა - დისკუსია მახაჩევთან ბრძოლაზე

ისლამ მახაჩევი ოქტაგონზე ბოლოს ორი თვის წინ გავიდა და დასასვენებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება თუ როდის გამართავს დაღესტნელი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი თავის მომდევნო ორთაბრძოლას. ფაქტი ერთია, რომ მან ილია თოფურიას გამოწვევაზე უარი განაცხადა და მიზეზად ის მოიყვანა, რომ ქვემსუბუქი წონიდან ასული მებრძოლებისთვის შანსის მიცემას აღარ აპირებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან გაუგებარი საქციელია.

მახაჩევის სავარაუდოდ მეტოქეზე კომენტარის გაკეთება როდესაც კამარუ უსმანს სთხოვეს, მან განაცხადა, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ დაღესტნელს ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ რაფაელ ფიზიევი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა, გეიჯი ერთადერთი კანდიდატი არ არის, რადგან გუშინ ისლამთან დაპირისპირების სურვილი მაიკლ ჩენდლერმაც გამოთქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პედი პიმბლეტს აპრილში ადვილად დაანოკაუტებს, ძალების აღსადგენად 60 დღე ეყოფა და ივნისში მახაჩევთან ჩხუბისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონითი დივიზიონის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონია - მან საჩემპიონო ქამარი ორჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, თითოჯერ კი დასტინ პორიესთან და რენატო მოიკანოსთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წონა ჩაბარებულია | გურამ ქუთათელაძე ჩხუბისთვის მზადაა
წონა ჩაბარებულია | გურამ ქუთათელაძე ჩხუბისთვის მზადაა