„კარგი მოჭიდავეა, თოფურიას ის უნდა ეჩხუბოს“ - კამარუ უსმანმა ილიას მეტოქე შეურჩია
UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს.
„ისლამმა ჯასტინთან უნდა იჩხუბოს. დასტინ პორიეს მეტოქე მაქს ჰოლოუეი, ხოლო არმან ცარუკიანმა და ჩარლზ ოლივეირამ კიდევ ერთი დაპირისპირება უნდა შემოგვთავაზონ.
შემდეგ, მაიკლ ჩენდლერსა და პედი პიმბლეტს შორის გამარჯვებული დენ ჰუკერს უნდა შეხვდეს. ვინ რჩება ილია თოფურიასთვის? მატეუშ გამროტი - ის კარგი მოჭიდავეა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ ახალ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.
აქვე გეტყვით, რომ მატეუშ გამროტმა (24-3) ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა და დენ ჰუკერთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.