ენტონი ტეილორი
Aa
Aa

ვინ განსჯის საქართველოსა და სომხეთის საპასუხო შეხვედრას | მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენასთან ერთ ნაბიჯშია. „ჯვაროსნების“ მეტოქე სომხეთის ეროვნული გუნდია და ვილი სანიოლის ბიჭებმა ერევანში გამართული პირველი შეხვედრა 3:0 მოიგეს, განმეორებით მატჩს კი 23 მარტს ვიხილავთ.

ახლახან, ცნობილი გახდა მსაჯის ვინაობა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირებას გაუძღვება. განმეორებით შეხვედრას გამოცდილი ინგლისელი რეფერი, ენტონი ტეილორი განსჯის, რომელსაც „ჯვაროსნების“ თამაშზე აქამდეც უმუშავია და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წაგებული შეხვედრა წაიყვანა.

ტეილორს გარი ბესუიკი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი რობერტ ჯონსი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებს დარენ ინგლენდი შეასრულებს, ხოლო მას სტიუარტ ატუელი დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ სომხეთს სტუმრად გიორგი მიქაუტაძის დუბლითა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოუგეს. საპასუხო შეხვედრა თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სომხეთთან აჩვენა, რა შეუძლია | Record-ი ქოჩორაშვილსა და სპორტინგის ინტერესზე
სომხეთთან აჩვენა, რა შეუძლია | Record-ი ქოჩორაშვილსა და სპორტინგის ინტერესზე