ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: „ჩოგბურთში ეს ბიჭი მტოვებს“

2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალურ ეტაპზე ტრავმის მიზეზით გამოთიშვის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ძველებურ დონეზე დაბრუნებას ვერაფრით ახერხებს. მას შემდეგ სერბმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ორ ტურნირზე იასპარეზა და ორივეგან ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა - დოჰაში მატეო ბერეტინიმ აჯობა, ხოლო ინდიან უელსზე ბოტიკ ვან დე ზანშულპთან დამარცხდა. რით არის განპირობებული მისი სათამაშო კრიზისი და შეძლებს თუ არა საკადრის დონეზე ათამაშებას, ამასთან დაკავშირებით ნოლეს საკმაოდ კონკრეტული პასუხი აქვს.

რას ამბობს ჯოკოვიჩი

ჩოგბურთის თამაში სურვილი ნამდვილად არ დამიკარგავს, მაგრამ უნდა ვაღიარო - ვერც დოჰაში და ვერც ინდიან უელსის ტურნირზე იმის 20 პროცენტიც ვერ ვაჩვენე, რაც რეალურად შემიძლია. ფაქტია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ჩავარდნა მაქვს, თუმცა მელბურნში კარგ ფორმაში ვიყავი და რომ არა ტრავმა, შესაძლოა ჩემპიონიც გავმხდარიყავი.

როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი მოტივაცია იცით რა არის - მგონია, რომ კვლავაც შემიძლია კარლოს ალკარასის დონის მეტოქეს გავუმკლავდე. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც ეს ესპანელი ბიჭი კორტებზე გამოჩნდა, ჩემთვის მთავარი მოტივაცია მისთვის კონკურენციის გაწევაა. ასე რომ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩოგბურთში ალკარასი მტოვებს.

ცნობისათვის, დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ტურნირში ჩაერთვება, რომლის პირველ წრეშიც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 86-ე ჩოგანი, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე რინკი ჰიჯიკატა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა