Relevo: არდა გიულერმა შესაძლოა რეალი დატოვოს
მადრიდის „რეალი“ შესაძლოა არდა გიულერს დაემშვიდობოს. როგორც Relevo წერს, ამის მიზიზი მისი ვარჯიშებისადმი დამოკიდებულებაა.
გამოცემის ინფორმაციით, სამეფო გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი 20 წლის თურქი ფეხბურთელის მუშაობის ხარისხით არც თუ ისე კმაყოფილია.
კერძოდ, არდა არასაკმარისად ინტენსიურად არ მოქმედებს თავდაცვაში, აგრეთვე არ აჩვენებს თავის მაქსიმუმს ოფიციალური მატჩების დროს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ გიულერს სურს, რომ გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლი მიიღოს და იჯარით წასვლას არ აპირებს.
„თუ სიტუაცია არ შეიცვლება, გიულერმა შეიძლება „რეალიდან“ ტრანსფერის ვარიანტი განიხილოს. ანჩელოტი არ აპირებს ერთი ფეხბურთელის ინტერესები დანარჩენებზე მაღლა დააყენოს და თურქისგან ცვლილებებს ელოდება. კლუბშიც იმედოვნებენ, რომ გიულერი პროგრესს აჩვენებს“, - იუწყება Relevo.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თურქმა ვინგერმა 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.