გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | გურამ ქუთათელაძე ჩხუბისთვის მზადაა

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ კაუეა ფერნანდესთან ჩხუბის წინ, წონა წარმატებით ჩააბარა.

მათი ბრძოლა ხვალ, ლონდონში, UFC Fight Night 255-ზეშედგება.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძის მეტოქე კაუე ფერნანდესი 29 წლისაა. UFC-ში მას 2 ჩხუბი აქვს გამართული - მარკ დიაკიზესთან (მარცხი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით) და მოჰამად იაჰიასთან (მოგება ნოკაუტით).

რაც შეეხება „ქართველ ვიკინგს“ (13-4), მან ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა, როცა ინგლისელი ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?