მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
MMA-ს ცნობილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორიმ განაცხადა, რომ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
თავის განცხადებაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტი გააკრიტიკა, რომლის რატიფიკაცია ირლანდიამ 2026 წლის ზაფხულამდე უნდა მოახდინოს.
„ჩემ გარდა, სხვა ვინ გამოვა ხელისუფლების წინააღმდეგ? არც ერთ სხვა კანდიდატს ეს არ შეუძლია, მაგრამ მე გამომივა! როგორც პრეზიდენტი, ამ პაქტს რეფერენდუმზე გავიტანდი. ირლანდიის მოსახლეობამ არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს, ეს არის ნამდვილი დემოკრატია. ხმა მიეცით მაკგრეგორის და თქვენი ხმა გაგონილი იქნება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა.
ირლანდიელი მებრძოლის ოქტაგონში დაბრუნება გასული წლის ივნისში, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა ბრძოლამდე 16 დღით ადრე მაკგრეგორმა თითი მოიტეხა.