გიორგი ყავლაშვილი
Aa
Aa

18 წლის ქართველმა მეკარემ ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ბელგიური „სენ ჟილის'' ქართველმა მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას „სენ ჟილი'' ადასტურებს. გიორგი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება.

CrystalSport-ის ინფორმაციით, 2 თვეა ქართველი მეკარე პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს, მასში დიდ პოტენციალს ხედავენ და მისი დიდი იმედი აქვთ. 

1,94 მ. სიმაღლის გიორგი ყავლაშვილი ბელგიაშია დაბადებული, მისი პირველი გუნდი „ანტვერპენი’’ იყო, შემდეგ „ვესტერლოში’’ ირიცხებოდა, 2024 წლიდან „უნიონ სენ ჟილის’’ აკადემიაშია.

გიორგის საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

„სენ ჟილის'' მთავარი მწვრთნელი 37 წლის სებასტიენ ჟან პოკონიოლია, ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ამ პოზიციაზე გასული წლიდან მუშაობს, მანამდე კი „უნიონ სენ-ჟილის’’ 21-წლამდე გუნდს, „გენკის’’ 18-წლამდე გუნდსა და ბელგიის 18-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. 

2021-22 და 2023-24 წლების სეზონებში „უნიონ სენ-ჟილი'' ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. ასევე, 2022-23 წლების სეზონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ლევერკუზენის „ბაიერთან'' დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები