UFC-ს ღონისძიებას შესაძლოა აზერბაიჯანმა უმასპინძლოს
UFC აზერბაიჯანში პირველი ტურნირის გამართვის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა. ინფორმაციას MMA-ს ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, არიელ ჰელვანი ავრცელებს.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ ღონისძიება შეიძლება უკვე ამ წლის ივნისში გამართოს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ისეთი აზერბაიჯანელი მებრძოლები გამოდიან, როგორებიცაა რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი.