ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„თუ ჯონსი პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს, მაშინ...“ - რას ამბობს ასპინალი

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა ჯონ ჯონსზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, რომელიც მოქმედი ჩემპიონია.

„ჯონი ვერსად გაიქცევა. მან ან ჩემთან უნდა იჩხუბოს ან წავიდეს. თუ ჯონსი წასვლას გადაწყვეტს, მაშინ ყველა მიხვდება, რომ ის ჩემთან ბრძოლას გაურბოდა“, - თქვა ბრიტანელმა მებრძოლმა.

მარტის დასაწყისში, UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ „ბოუნსი“ ამ ზაფხულს იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?