შენგელიას 7 ქულა | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე ისევ წააგო
ევროლიგის 30-ე ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „მაკაბი თელავივს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში 22-ე მარცხი იწვნია. იტალიურმა კლუბმა მეორე და მესამე მეოთხედი ცუდად ჩაატარა და 67:77 დამარცხდა.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი და 17 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ქართველ კალათბურთელს 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. შენგელიამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში 15 ქულით საუკეთესო აკილე პოლონარა იყო. უილ კლაიბერნმა 13 ქულა დააგროვა, ანტე ზიზიჩმა - 11 ქულა, 12 მოხსნა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშა როკას იოკუბაიტის გახდა, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი გაიფორმა.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 23 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. იტალიური კლუბი მომდევნო შეხვედრას 22 მარტს, „ტრიესტეს“ წინააღმდეგ გამართავს.