„საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ - გოგლიჩიძისა და აზაროვის კომენტარები
უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ და ირაკლი აზაროვმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა შეაფასეს.
საბა გოგლიჩიძე:
„ყველა მომენტში ბოლომდე ვიბრძოდი. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების მაისურით. ეს თავისთავად სულ ასე იქნება. იდეაში დღეს იყო ჩემი დებიუტი. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და მშრალად შევინახეთ. მადლობა ბიჭებსა და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. გადავერთვები შემდეგ თამაშზე, გაგვიხარდა დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი“.
ირაკლი აზაროვი:
„რა თქმა უნდა, სასიხარულოა ნაკრებში დაბრუნება. დიდი ხნის წინ მქონდა თამაში ნაკრებში და მომენატრა. სასიხარულოა, რომ დამაჯერებლად მოვიგეთ. სახლში გახარებულები ჩავდივართ და შევეცდებით, რომ იგივე გავიმეოროთ საქართველოშიც“.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.