მამარდაშვილი: ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ნაკრების კარში ვდგავარ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სომხეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 0:3, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მამარდამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მეორე მატჩზეც გაამახვილა ყურადღება.
„კარგად ვითამაშეთ მთლიანმა ნაკრებმა და გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით. თბილისში იმაზე მაგარ ატმოსფეროს ველოდებით, ვიდრე აქ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, გულშემატკივარს, ვინც გვერდში დაგვიდგა, ჩამოვიდა ამხელა გზაზე და დაგვაფასა. კარგი პასი გამოვიდა, არასდროს არ გამიკეთებია ასისტი და ბედნიერი ვარ. როგორც ყოველთვის, ველოდებით სავსე დინამო არენას. ვიცი, რომ ბევრი ხალხი და მაგარი ატმოსფერო იქნება. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ნაკრების კარში ვდგავარ და მით უმეტეს, როდესაც სახლში ვთამაშობთ“, - თქვა მამარდამ.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.