ჯონ ვან \'ტსხიპი
Aa
Aa

„დამსახურებული შედეგი იყო, საქართველოს დონეზე არ ვართ“ | სომხეთის ნაკრების თავკაცი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. „ჯვაროსნებმა“ სომხეთს სტუმრად 3:0 მოუგეს და საპასუხო მატჩის წინ, კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. ვილი სანიოლის გუნდიდან თავი დუბლით გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, ერთი გოლი კი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ, სომხეთის ნაკრების თავკაცმა, ჯონ ვან ‘ტსხიპმა საქართველოსთან გამართული შეხვედრა შეაფასა: „მთავარი განსხვავება მომწიფულობა იყო. დამსახურებული შედეგი დაფიქსირდა, თუმცა, სულელური შეცდომები დავუშვით და გოლებამდე, სამი არასაჭირო ეპიზოდი მივიღეთ.

საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბურთთან თავს კომფორტულად გრძნობს და ჯვაროსნები გუნდურად თამაშობენ. ერთს ვერ გამოვარჩევ. საქართველო, როგორც გუნდი არის მაგალითი, რომლისგანაც შეგვიძლია, ვისწავლოთ და მსგავსი მიმართულებით ვიაროთ.

პოზიტიური ეპიზოდები იყო, მაგრამ როცა გადამწყვეტ მომენტებში სერიოზულ შეცდომებს უშვებ და გყავს მეტოქე, რომელსაც ისეთი ხარისხი აქვს, რომ მათ გამო შენი დასჯა შეუძლია, რთულია, სასურველ შედეგს მიაღწიო. ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ამ მომენტისთვის, შემადგენლობის შეცვლაზე საუბარი ადრეა, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში, ალბათ, შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ. საბოლოოდ, სამი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, რაც სამ გოლად დაგვიჯდა.

გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, რაც მარტივი ნამდვილად არაა. ეს გუნდი უნდა გაიზარდოს და ისწავლოს. დღეს მათ ითამაშეს ძალიან დაღვინებული და კარგი მეტოქის წინააღმდეგ და სომხეთი საქართველოს დონეზე ჯერ არაა. ბევრი სამუშაოა გასაწევი და როგორც გულშემატკივრებმა, ისე ფეხბურთელებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ“.

ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მამუკილასვილი თუ რა გვარია?“ | სტივენ ეი სმიტი სანდროს თამაშს გამოეხმაურა
„მამუკილასვილი თუ რა გვარია?“ | სტივენ ეი სმიტი სანდროს თამაშს გამოეხმაურა