გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

დომინანტური გამარჯვება ერევანში | საქართველომ სომხეთს 3:0 მოუგო

უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი გახლავთ. „ჯვაროსნებმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს და საპასუხო მატჩის წინ, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.

თამაშის პირველი სახიფათო მომენტი მეხუთე წუთზე შეიქმნა. გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთი მოიპარა და ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ სომეხმა ფეხბურთელებმა დაშვებული შეცდომა გამაოსწორეს. მატჩის პირველი ზუსტი დარტყმა იმავე ჩაკვეტაძეს ეკუთვნის. 25-ე წუთზე, გიორგიმ კარგად იმოქმედა, მაგრამ ოგნიენ ჩანჩარევიჩს ვერ აჯობა.

28-ე წუთზე, შანსი გიორგი ქოჩორაშვილს ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, 32-ე წუთზე კი შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა. ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, „ქოჩორამ“ შესანიშნავად იმოქმედა და შეტევა მაღალ დონეზე დააგვირგვინა - 1:0. სომხები გააქტიურდნენ და ზუსტადაც დაარტყეს, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

37-ე წუთზე, საგოლე გადაცემის ავტორად „ჯვაროსნების“ მეკარე მოგვევლინა. „მამარდამ“ გიორგი მიქაუტაძეს გაუკეთა გადაცემა, რომელიც ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა და მასპინძლების კარი მეორედ აიღო - 2:0, რის შემდეგაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე, ტიგრან ბარსეგიანი მამარდაშვილის კარს მოედნის ცენტრიდან დაემუქრა, მაგრამ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს შეცდომა არ დაუშვია. შეხვედრის 59-ე წუთზე, „ჯვაროსნებმა“ იდეალური კონტრშეტევა განახორციელეს. ჩაკვეტაძემ მიქაუტაძე ცარიელი კარის წინ დატოვა და „ლიონის“ თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა - 3:0.

64-ე წუთზე, დავითაშვილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, მიქაუტაძეს ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. 85-ე წუთზე, სომხეთის ნაკრების კარს გიორგი წიტაიშვილი დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და „ჯვაროსნებმა“ 3:0 იმარჯვეს.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 23 მარტს, თბილისში გაიმართება და 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქეების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა“ | კარეკამ კვარაცხელია შეაქო
„მეტოქეების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა“ | კარეკამ კვარაცხელია შეაქო