მანჩესტერ სიტი რაფინიას ყიდვას განიხილავს | El Nacional
„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ ვინგერის, რაფინიას ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მზადაა, ბრაზილიელში 80 მილიონზე მეტი ევრო გადაიხადოს, რათა თავისი შეტევითი პოტენციალი გაზარდოს.
მიმდინარე სეზონში, რაფინიამ ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 20 ასისტი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2027 წლის ივნისამდეა მოქმედი. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.