ჯო როგანი: ახლა UFC-ში ყველაზე საშიში მებრძოლი ჩიმაევია
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ხამზატ ჩიმაევზე ილაპარაკა. მისი თქმით, UFC-ში ის ახლა ყველაზე საშიში მებრძოლია.
„ყველაზე ან ერთ-ერთი ყველაზე საშიში UFC-ში ჩეჩნეთიდან არის. ხამზატ ჩიმაევი უბრალოდ ცხოველია. ოდესმე გინახავთ, ეს ბიჭი როგორ ჩხუბობს? უბრალოდ უყურეთ მის ბრძოლას კევინ ჰოლანდთან. მაშ ასე, ხამზატ ჩიმაევი ნომერ პირველი პრეტენდენტია საშუალო წონაში. ის ნამდვილი მონსტრია და შეუბრალებლად აგრესიულია“, - თქვა როგანმა.
შეგახსენებთ, რომ რომ 30 წლის ჩიმაევის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია.
ბოლო ჩხუბი მან გასული წლის 26 ოქტომბერს, UFC 294-ზე გამართა და ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.