ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ანკალაევმა UFC-სთან პერეირასთან რევანშის თარიღი შეათანხმა

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მაგომედ ანკალაევმა თქვა, რომ ალექს პერეირასთან რევანშის თარიღი უკვე იცის.

„მე რევანშის თარიღი უკვე მივიღე და დავეთანხმე. იმედი მაქვს, მას ჩემი მეტოქეც დაეთანხმება. ამჯერად ჩხუბი 5 რაუნდს არ გაგრძელდება - მე საათობრივი ანაზღაურება არ მაქვს“, - დაწერა დაღესტნელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პერეირა-ანკალაევის ჩხუბი UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა. 5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის - ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?
„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?