ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კარეკა
Aa
Aa

„მეტოქეების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა“ | კარეკამ კვარაცხელია შეაქო

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ, რომელმაც დიეგო მარადონასთან ერთად, „სკუდეტო“ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კარეკას თქმით, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, „კვარა“ „პარტენოპეიში“ რომ დარჩენილიყო.

„კვარაცხელია მომწონდა, რადგან მეტოქეზე წასვლა და მისი მოტყუება შეეძლო. ხვიჩა კარგ სათამაშო ფორმაში რომც არ ყოფილიყო, მოწინააღმდეგეების ყურადღებას მაინც იქცევდა. კვარა სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და თანაგუნდელებს ბედნიერებას გადასცემს, თუმცა, ფეხბურთი ასეთი სპორტია.

პარი სენ-ჟერმენმა მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და ესეც საკმარისია იმის გასააზრებლად თუ რამდენად ძვირფასი მოთამაშეა. ნაპოლიში რომ ყოფილიყო, სეზონის დასკვნითი ნაწილი სხვანაირი იქნებოდა. კვარასთან და ნერეშთან ერთად, პარტენოპეის უფრო მაღალი შანსი ექნებოდა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლას არც ახლაა გამოთიშული“.

ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Superdeporte: ლივერპული მამარდასთვის შემადგენლობაში ადგილს ათავისუფლებს
Superdeporte: ლივერპული მამარდასთვის შემადგენლობაში ადგილს ათავისუფლებს