„ახალი იდენტობა“ - ილია თოფურია მეტსახელს იცვლის?
UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის სავარაუდოდ მეტსახელს იცვლის.
„ელ მატადორი“ ყველა ბრძოლაში ჩემი მოკავშირე იყო, მაგრამ მომდევნო ჩხუბზე მე ოქტაგონზე ახალი იდენტობით გავალ. #ახალიერა“, -წერს თოფურია.
El Matador has been my ally in every fight. But next time, I’ll step into the octagon with a new identity. #NewEra
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 20, 2025
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.