აპელაცია არ დაკმაყოფილდა | ბარსელონა და ოსასუნა 27 მარტს ითამაშებენ
ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ოსასუნას“ მატჩი, რომელიც 8 მარტს უნდა გამართულიყო, 27 მარტს გაიმართება. აპელაცია, რომელიც ლა ლიგაში კატალონიურმა და ბასკურმა კლუბებმა შეიტანეს, არ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, „ბარსელონა“ მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ფეხბურთელები (რაფინია და რონალდ არაუხო) მატჩისთვის ესპანეთში დაბრუნებას ვერ მოასწრებდნენ.
თავის მხრივ, „ოსასუნას“ 29-ე ტურის მატჩში პარასკევს, 28 მარტს „ბილბაოსთვის“ უნდა ემასპინძლა და ამრიგად 24 საათში ორი მატჩის ჩატარება მოუწევდა, თუმცა ლა ლიგამ ეს შეხვედრა 30 მარტს ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ბარსელონა-ოსასუნას მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კატალონიელთა გუნდის ექიმი კარლეს მინარო გარსია 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის „ბარსელონა“ 60 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. ასევე 60 ქულა აქვს მადრიდის „რეალს“, რომელსაც კატალონიელებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მესამე ადგილზე 56 ქულით „ატლეტიკოა“.