გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

Superdeporte: ლივერპული მამარდასთვის შემადგენლობაში ადგილს ათავისუფლებს

ცნობილი ესპანური გამოცემა Superdeporte „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელიც „მესტალიაზე“ „ლივერპულს“ ჰყავს განათხოვრებული.

გამოცემის ინფორმაციით, „წითლებმა“ უკვე დაიწყეს მომდევნო სეზონზე ფიქრი და პირველ რიგში მეკარეებს საკითხის მოგვარება იგეგმება.

„ალისონ ბეკერის შესანიშნავი თამაშისა და გიორგი მამარდაშვილის ბოლოდროინდელი „ჩავარდნის“ ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ მოკლევადიან პერიოდში „ლივერპულის“ პირველი ნომერი შეიცვლება, მაგრამ „წითლებმა“ უკვე იციან, რომ ქართველი მეკარე „ენფილდზე“ დიდი ხნით დარჩება და ადრე თუ გვიან „ლივერპულის“ პირველი მეკარეც გახდება, თუ შეძლებს იმ დონეზე დაბრუნებას, რომელზეც იყო მაშინ, როდესაც ის არნე სლოტის გუნდმა შეიძინა.

რაც შეეხება 26 წლის კაოიმჰინ კელეჰერს, ირლანდიელ მეკარეს სურს, პრემიერლიგის რომელიმე გუნდში ძირითადი მეკარის როლი მოირგოს, ამიტომ დიდი ალბათობით ის ზაფხულში „ენფილდს“ დატოვებს. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია კელეჰერის მიმართ „ბორნმუთის“ ინტერესის თაობაზე, სადაც ესპანელი თავკაცი ანდონი ირაოლა ირლანდიელს ძირითადი მეკარის როლს ჰპირდება.

„ლივერპული“ ოთხ ტურნირზე თამაშობს, ამიტომ კელეჰერის წასვლის შემთხვევაში მეორე მეკარის პოზიცია ვაკანტური გახდება. თუმცა საკითხავი ისაა, რას ამჯობინებს „ლივერპული“: დატოვოს მამარდაშვილი ალისონის ჩრდილში თუ გაუშვას კიდევ ერთი წლით იჯარით, რათა ქართველმა მეკარემ პროგრესირება არ შეწყვიტოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ მამარდა „ვალენსიიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით იჯარით ისევ  „მესტალიაზე“ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულში უოტფორდიდან უნდა წავიდეს“ - Sky Sports-ის ჟურნალისტი ჩაკვეზე
„ზაფხულში უოტფორდიდან უნდა წავიდეს“ - Sky Sports-ის ჟურნალისტი ჩაკვეზე