ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას წასვლით ნაპოლიმ ბევრი რამ დაკარგა“ - ანტონიო კარეკა

„ნაპოლის“ ექსფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ „პარტენოპეის“ ბოლოდროინდელი შედეგები და სერია ა-ში შექმნილი ვითარება შეაფასა, მათ შორის ისაუბრა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე.

რას ამბობს კარეკა:

„ინტერი“ და „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ. არც „ატალანტა“ უნდა გამოვრიცხოთ. სამწუხაროა, რომ „პარტენოპეიმ“ ვენეციაში ქულები დაკარგა, თუმცა ეს ყველას შეიძლება დაემართოს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა.

ერთი რამ ფაქტია: არავინ იცის, როგორ დაეტყობა სიმონე ინძაგის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. „ბაიერნთან“ მატჩები დიდ ძალებს წაიღებს. „ინტერი“ ძლიერია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც შარშან იყო. „ნაპოლი“ ნელ-ნელა ძალებს იკრებს, მაგრამ კვარას წასვლისა და ნერეშის ტრავმის გამო მათ ბევრი რამ დაკარგეს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ „ნაპოლიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. „პარტენოპეი“ მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა საბოლოო ჯამში „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა.

ცნობისთვის, კარეკა „ნაპოლიში“ 1987–1993 წლებში თამაშობდა და დიეგო მარადონასთან ერთად კლუბს სერია ა, უეფას თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ბრაზილიელმა „ნაპოლის“ მაისურით 217 მატჩში 96 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კასანო ნაპოლის: პირველ ადგილზე იყვნენ და კვარაცხელია გაყიდეს
კასანო ნაპოლის: პირველ ადგილზე იყვნენ და კვარაცხელია გაყიდეს