„ილია თოფურიას მახაჩევის დამარცხება შეუძლია“ - ჯამაჰალ ჰილი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ქვემძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა ჯამაჰალ ჰილმა Home of fight-თან ინტერვიუში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
რას ამბობს ჰილი:
„ვფიქრობ, ილიას ისლამის დამარცხება შეუძლია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩხუბობს ილია - მას ძლიერი ხელები აქვს, სწრაფია, ტექნიკური სტრაიკერია. მას ნამდვილად შეუძლია, ისლამი გამოიჭიროს. ვფიქრობ, თუ ილიას სასურველი დარტყმა გამოუვიდა, მას ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ ახალ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.