ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, პაულო დიბალა, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მესის და დიბალას არყოფნაში არგენტინას უახლოეს მატჩებში ვერც ლაუტარო დაეხმარება

ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებების წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები სერიოზული დანაკარგებით ხვდებიან.

ლიონელ სკალონის მიერ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ჯერ ტრავმების გამო ლიონელ მესი, პაულო დიბალა, ჯოვანი ლო ჩელსო და გონსალო მონტიელი გამოაკლდათ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში „ალბისელესტეს“ ვერც ლაუტარო მარტინესი დაეხმარება. მცირე ტრავმის გამო „ელ ტორომ“ ნაკრების ბანაკი უკვე დატოვა და მილანში დაბრუნდება.

არგენტინული მედიის ინფორმაციით, ცენტრფორვარდად სკალონი ხულიან ალვარესს ათამაშებს, შეტევის ფლანგებზე კი ნიკოლას გონსალესი და ჯულიანო სიმეონე ითამაშებენ. ამასთანავე, არაა გამორიცხული, რომ სიმეონეს ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე „კომოს“ შემტევი ნიკო პასი ვიხილოთ.

ცნობისთვის, 12 მატჩის შემდეგ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევში 25 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ურუგვაის 5 ქულით უსწრებს.

21 მარტს სკალონის გუნდი მონტევიდეოში ურუგვაის დაუპირისპირდება, 25 მარტს კი ბუენოს-აირესში „პენტაკამპეონებს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო, ვირცი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს
ტრავმის გამო, ვირცი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს