სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

„თავი სიზმარში მგონია“ | მამუკელაშვილი NBA-ის რეკორდზე

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც „ნიუ-იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში NBA-ის რეკორდი დაამყარა, მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

სანდრო მამუკელაშვილი:

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ახლა თავს როგორ ვგრძნობ, ეს უბრალოდ სიზმარს ჰგავს. მამაჩემი და ჩემი ძმა ესწრებოდნენ თამაშს, ასე რომ ეს განსაკუთრებული საღამო იყო ჩემთვის. მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მეხმარებიან იმაში, რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდე.

ყოველთვის მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შანსი მოგეცემა და ის უნდა გამოიყენო. NBA-ში არც ერთი წუთი არ უნდა გაფლანგო. აქ ტოპ კალათბურთელები თამაშობენ და არავის არაფერი აქვს გარანტირებული. მზად უნდა იყო ფიზიკურად, მენტალურად - ხანდახან მეტი დრო გეთმობა, ზოგჯერ საერთოდაც არ თამაშობ, მაგრამ ხელები არასოდეს უნდა ჩამოუშვა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს მიჭერს.

ამ დღეს დიდი ხანი ველოდებოდი. აქამდე 28 ქულა იყო ჩემი მაქსიმალური შედეგი. დღეს როცა 24 ქულა დავაგროვე, ვიფიქრე, რომ ძალიან ახლოს ვარ და ნეტავ ახლა არ შემცვალონ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - 34 ქულა NBA-ში, ეს სიგიჟეა!“

ცნობისთვის, მამუკელაშვილი გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა მოაგროვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა | ბითაძის ორლანდო ჰიუსტონთან დამარცხდა
ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა | ბითაძის ორლანდო ჰიუსტონთან დამარცხდა