გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა | ბითაძის ორლანდო ჰიუსტონთან დამარცხდა

NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 108:116 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა. გოგას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - მისი მონაგარი 19 ქულა და 8 მოხსნა გახლდათ. 

გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები:


„მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 31 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი. „ჰიუსტონის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეილენ გრინი გახდა (26 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი). 

70 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ 32 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 22 მარტს, გასვლაზე, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა | შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება
ჩემპიონთა ლიგა | შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება