34 ქულა 19 წუთში | მამუკელაშვილის სუპერმატჩი და ისტორიული მიღწევა
NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ „ნიუ-იორკ ნიქსი“ დაამარცხა (120:105), ქართველმა კალათბურთელმა კი სუპერმატჩი ჩაატარა.
მამუმ მატჩში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა (34 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი 19:27 წუთში) და გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც 34 ქულა 20 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა.
68 მატჩის შემდეგ „სპურსი“ 29 მოგებითა და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 22 მარტს, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.